საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის სამსახურის სამედიცინო პერსონალს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.
მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს.