კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, მომავალ კვირას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ჩავალ რაფაელ გროსი ადგილზე არსებულ სიტუაციას შეაფასებს.
სააგენტოს ცნობით, რუსული მხარე ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ნაპოვნი დრონის ნამსხვრევების შესახებ საუბრობს, პრეზიდენტი პუტინი კი აცხადებს, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა. თავის მხრივ, კურსკის გუბერნატორი ადგილზე არსებულ სიტუაციას სტაბილურად აფასებს.