ექსპერტ-ფსიქოლოგის ტრენინგი ბათუმის საარჩევნო ოლქში

21 აგვისტო 2024, 14:43 416 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „წარმომადგენელი ირმა ხოროიშვილი აცხადებს,რომ ცესკო ოლქის წევრებს  საარჩევნოდ ფსიქოლოგიურად ამზადებს. მისი ინფორმაციით,  ცესკოს თავმჯდომარემ ოლქის წევრებს ტრენინგზე ექსპერტ-ფსიქოლოგი ზურა  მხეიძე ჩამოუყვანა.

ამბობს, რომ საუბარი შეეხებოდა მედიასთან ურთიერთობას, რასაც ადასტურებს ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. ზვიად  სურმანიძის თქმით მედიას, მხოლოდ რამდენიმე წუთი დაეთმო საუბარი და ის არ შეხებია მათ საქმიანობაში ჩარევას ან ხელშეშლას. ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ტარდება და მას დასავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები ესწრებიან.  რაც შეეხება პარტიის წარმომადგენლებს, მათ ამ შეხვედრაზე დასწრების კანონიერი უფლება არ აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში