ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნიუ დელიდან პოლონეთში გაემგზავრა, სადაც პოლონეთის პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდება. პარასკევს მოდი ასევე ეწვევა კიევს. ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში 30 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ.
უკრაინაში მოდის ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ იმართება, რომლის დროსაც მან ომის გამო გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და განაცხადა, რომ გაუმართლებელი და დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა.