თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი - 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.
შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთების ფასების სუბსიდირებას, ასევე რეგიონული აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას