წყლის პრობლემა ახალშენში. მიქელაძეების უბნის მცხოვრებელმა აქცია გამართეს, მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელი წყალი დღეში ერთი საათითაც არ მიეწოდებათ და წყალს წყაროებიდან და ჭებიდან ეზიდებიან. ისინი ხელისუფლევბას დახმარებას სთხოვენ. მათი ინფორმაციით, სოფელში წყლის სისტემა გაყვანილია, თუმცა კონკრეტულ დასახლებაშოი პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ზაფხულში წყლის დებეტი არის ნაკლები, ამიტომ რიგ ლოკაციებზე მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით. ახალშენში აღნიშნული პრობლემა კი მერიის ინფორმაციით, აქვს მხოლოდ სამ ოჯახს და პრობლემის შესასწავლად ადგილზე შპს ხელვაჩაურის წყლის თანამშრომელბი გავიდნენ.