ლუკაშენკო არ აპირებს ევროკავშირის მიგრანტებისგან დაცვას

19 აგვისტო 2024, 20:47 344 ნახვა

ბელარუსი აღარ შეაჩერებს მიგრანტებს, რომლებიც  ევროკავშირის ქვეყნებში ცდილობენ შეღწევას.  ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ სახელმწიფო ტელეარხ "რასია-24"-თან ინტერვიუში განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა და ახლა მინსკისგან ითხოვს, დაიცვას ევროკავშირი ამ მიგრანტების შედინებისგან.

ბელარუსის ლიდერი უარს ამბობს ამ მოთხოვნის შესრულებაზე  და აღნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთია  , სად წავლენ მიგრანტები, მთავარია, რომ ისინი ბელარუსში არ რჩებიან.  2021 წლიდან პოლონეთი   ბელარუსსა და რუსეთს  მიგრანტების საზღვარზე გატარებით ქაოსის გავრცელების მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც ვარშავა "ჰიბრიდულ ომს" უწოდებს. მინსკი და მოსკოვი ბრალდებებს უარყოფენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში