გერმანიაში, ლაიფციგში "გიგანტური ბორბალის" ატრაქციონზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულებმა ძირითადად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა გუშინ საღამოს 21:00 საათზე მოხდა, როდესაც "გიგანტური ბორბლის" ორ კაბინას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შემდგომ ატრაქციონიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.