აშშ- ში ქართველი მუსიკოსი, პიანისტი, კომპოზიტორი ლევან შენგელია 49 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მას სამშაბათს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები ,,ჯადოსნური ღამე“, რომელიც ყოველწლიურად იმართება რეგიონებში. ლევან შენგელია პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და Piano School of New York City-ში და Anselmo Academy of Music and the Arts-ში ასწავლიდა. იყო ანსამბლ „საუნჯეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი.