უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე წინ წაიწიეს, ზოგიერთი მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ერთიდან სამ კილომეტრამდე დაწინაურდნენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვაში განუცხადა.
სირსკის თქმით, ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა ღონისძიება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.