რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია

16 აგვისტო 2024, 21:51 469 ნახვა

UFC-ს ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის მომავალი მეტოქე კევინ ჰოლანდი იქნება - ინფორმაცია დოლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.

ჰოლანდის მეტოქე საშუალო წონით დივიზიონში, კრის კურტისი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს  უკანასკნელი ბრძოლას ჩაეხსნა. UFC-იმ კი მის შემცვლელად სწორედ ქართველი მებრძოლი შეარჩია. 

კევინ ჰოლანდმა MMA-ში საერთო ჯამში 38 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 26 მისი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება დოლიძეს მას MMA-ში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 13-ჯერ ოქტაგონი გამარჯვებულმა  დატოვა.

ბოლო ბრძოლა კი რომანმა ქვემძიმე წონით დივიზიონში გამარათა, სადაც ენტონი სმიტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა 6 ოქტომბერს  UFC 307-ზე, სოლტ ლეიკ სიტიშია ჩანიშნული.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი