უსახლკაროების რეგისტრაციისთვის კრიტერიუმები გამარტივდა - ბათუმის მერია

16 აგვისტო 2024, 11:59 147 ნახვა

ბათუმის მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ განცხადბა ბათუმის მერიის გვერდზე განთავსდა, სადაც ნათქვამია, რომ უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების შედეგად  არსებული კრიტერიუმები გამარტივდა.

მერიაში ვარაუდობენ, რომ ამ გზით პროგრამაში ჩართვას  შესაბამისი საჭიროების მქონე უფრო მეტი პირი და ოჯახი შეძლებს.  შეიცვალა ქირაში უწყვეტად ყოფნის ვადა და  6 თვის ნაცვლად  1 წლით განისაზღვრა. საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა განისაზღვრა. დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია  რეგისტრაციისთვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა წარადგინონ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში