შუახეველი ზერიფე ზოიძე 100 წლისაა

14 აგვისტო 2024, 19:31 101 ნახვა

სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ ზერიფე ზოიძეს 100 წელი შეუსრუდა. უხუცესს 13 შვილი,  33 შვილიშვილი, 77 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

100 წლის იუბილე შუახევის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად მოულოცა და საჩუქრები გადასცა. შუახევის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 11 ადგილობრივი ცხოვრობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში