ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

14 აგვისტო 2024, 11:54 447 ნახვა

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები გარე ფასადზე მიმდინარეობს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტით დაგეგმილია საფასადე ქვის ზედაპირის კონსერვაცია, კიბეების რეკონსტრუქცია და დაზიანებული ვიტრაჟების განახლება.

პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 939 ათასი ლარია. ეს რეაბილიტაციის მეორე ეტაპია, რომელიც 2 წლიანია და სამუშოები 2025 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გასულ წლებში ტაძრის სახურავი შეკეთდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსაწრეტ, სანიაღვრე და გარე განათების სისტემასაც.

ტაძრის შენობას  საუკუნის ისტორია აქვს. 1989 წლიდან ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და მას შემდეგ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი