საპატრიარქოში დეკანოზი მამალაძის შიმშილობის არ სჯერათ

06 აპრილი 2017, 00:00 3100 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოში "ციანიდის" საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შიმშილობის არ სჯერათ.  საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ შესაძლებელია დეკანოზმა მარხვა გააძლიერა,  სასჯელაღსრულების თანამშრომლებს კი გონიათ, რომ იგი შიმშილობს. 
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ამბობს, რომ "ციანიდის"  საქმეზე დაკავებულ  დეკანოზ მამალაძეს აღდგომის დღესასწაულამდე მოინახულებენ. 
"არამგონია, რომ დეკანოზის შიმშილის ამბავი ზუსტი იყოს, სასულიერო პირი არის განსაცდელში და არამგონია შიმშილობდეს. შეიძლება მან მარხვა გააძლიერა და ციხის ადმინისტრაციას გონია, რომ შიმშილობს" - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა. 
პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ,რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მესამე დღეა შიმშილობს.
დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატების განცხადებით დამაკმაყოფილებელია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი