სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს - ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2024, 12:31 348 ნახვა

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე შეინარჩუნა, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი. შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი