მოსახლეობის პროტესტი ე.წ. ბარცხანის დასახლებაში. ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს ნავთობის მძაფრი სუნი აწუხებთ. მათი თქმით, სპეციფიკური სუნი დგას ჩამდინარე არხის მხარეს, რაც საცხოვრებელ სახლებში აღწევს და დისკომფორტს ქმნის.
ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, უსიამოვნო სუნი განსაკუთრებით საღამოს გამძაფრდა. მათ მიმართეს 112-ს და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ადგილის შესასწავლად სამართლდამცველებისა და გარემოსდამცველების მისვლა ითხოვეს.
როგორც ისინი ამბობენ, პრობლემა წლებია აწუხებთ და მის მოგვარების მოთხოვნით შესაბამისს უწყებებს კიდევ ერთხელ მიმართავენ.