ოქტომბრიდან დღემდე სოციალური დახმარება 53 000 მოქალაქეს მოეხსნა - განცხადება დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი ინფორმაციით, შემწეობის გარეშე დარჩენილებს შორის 17 000 პენსიონერი, 7 000 კი ბავშვია. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქულების გამო მოეხსნა დახმარება, მუშავდება სპეციალური უსაფრთხოების პროგრამა.