მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად დაღუპული მთამსვლელის ძებნის სამუშაოები გრძელდება

12 აგვისტო 2024, 11:06 91 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ძებნის სამუშაოები გრძელდება.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. მათივე ცნობით, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში