თბილისი ბათუმის მატარებელ ბათუმთან ახლოს დაახლოებით ნახევარი საათით შეფერხდა. მიზეზი ლიანდაგზე ქვეითად გადამსვლელები იყვნენ. როგორც მგზავრები ამბობენ მატარებელმა ქვეითები სიგნალით გააფრთხილა.
გადარბენის დროს კი ერთი მოქალაქე წაიქცა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. ჩვენი ინფორმაციით შეჯახებას ადგილი არ ქონია, მატარებელმა გაჩერება მოასწრო და მოქალაქესაც ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია. მატარებელი უკვე სადგურშია.