ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას გეგმავს - „როიტერი“

10 აგვისტო 2024, 10:27 301 ნახვა

უახლოეს მომავალში, ირანი რუსეთს ასობით ბალისტიკურ რაკეტას მიაწვდის, – ამის შესახებ, ინფორმაციას „როიტერი“ ევროპულ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსული პერსონალი ამჟამად ირანში სწავლებას გადის Fath-360 ტიპის ახლო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის. აღნიშნული ტიპის შეიარაღება სატელიტური მართვისაა, რაკეტებს, მაქსიმუმ, 120კმ მანძილის დაფარვა შეუძლიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოსკოვისთვის მათ გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასული წლის 13 დეკემბერს, თეირანში, მოეწერა ხელი, როდესაც ირანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ Fath-360 ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება საშუალებას მისცემს რუსეთს გამოიყენოს თავისი არსენალი ფრონტის ხაზის მიღმა მდებარე სამიზნეებისთვის, ხოლო ირანული რაკეტები გამოიყენოს უფრო ახლო მანძილზე მდებარე სამიზნეებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი