ადლიაში ნავების შესანახი სივრცის მოსაწყობად ნებართვას ითხოვენ

09 აგვისტო 2024, 19:59 124 ნახვა

ნავების შესანახად დროებითი კონსტრუქციის მშენებლობის უფლებას ითხოვენ ადლიის დასახლებაში მცხოვრებელნი. მეთევზეები ამბობენ რომ ნავსადგომის არარსებობის გამო მოწყობილობები უფუჭდებათ და ხშირად ეკარგებათ.

ნავების შესანახად ერთადერთი სივრცის დათმობა ახალი გზის მოწყობისთვის მოუხდათ. რის შემდეგაც ნავების შესანახი სივრცის მოსაწყობად მშენებლობა თვითნებურად დაიწყეს. მეთევზეებს ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურში უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ მშენებლობა უკანონოა და დემონტაჟისთვის განკარგულება გამოიცა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში