ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

07 აგვისტო 2024, 13:01 275 ნახვა

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, 16 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო.

„16 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალაუფლება გადაწონის საერთაშორისო კანონსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“, – დაწერა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი