ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციას - ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა

07 აგვისტო 2024, 13:05 259 ნახვა

უთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას გმობს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ ეუთო-ს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი