ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით გაჭიმულია ბაგირი, დასრულებულია ქვედა და ზედა სადგურების მშენებლობა და მიმდინარეობს მოპირკეთება.
პროექტის ფარგლებში ,,არწივის ბუდის" დიზაინის, არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მოეწყობა. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა.
ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს.
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გაეცნო.