სპორტული გამოფენა

03 აგვისტო 2024, 12:30 99 ნახვა

მებრძოლის გზა-ასე ქვია ფოტო-გამოფენას, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების სივრცე მასპინძლობს. ფოტოხელოვანის ნამუშევრები სპორტსმენების ცხოვრებას ასახავს, იმ გზას, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, მთავარ ასპარეზობამდე გადიან.  პაატა გოგუას ობიექტივში, გმირები, ძირითადად, ძალისმიერი სპორტის სახეობიდან არიან. 

ფოტოგრაფი ნამუშევრებს, მთელი აჭარის მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში აგროვებდა. დამთვალიერებლებს სპორტულ თემატიკაზე შექმნილი ფოტო-გამოფენის ნახვა ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში