ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე მძღოლებისთვის უფასო იქნება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათასზე მეტი ავტომობილის გაჩერება იქნება შესაძლებელი.
მძღოლები უფასო პარკინგით დღეიდან სექტემბრის ბოლომდე ისარგებლებენ.
ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ეკუთვნის.