ბათუმში, ფიროსმანის N1-ში მცხოვრები ოჯახები ავარიული შენობის დემონტაჟს ითხოვენ

02 აგვისტო 2024, 13:32 242 ნახვა

ბათუმში, ფიროსმანის N1-ში მცხოვრები ოჯახები ავარიული შენობის დემონტაჟს ითხოვენ.

ამბობენ, რომ მიმდებარე კორპუსში მცხოვრებლები ინვესტორ კომპანიას დემონტაჟის და ახალი შენობის აშენების უფლებას არ აძლევენ, რის გამოც, ავარიულ კორპუსში უწევთ ცხოვრება.

ადგილობრივების განცხადებით, აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია იმის დასადასტურებლად, რომ დემონტაჟი და ტერიტორიზე ახალი შენობის აშენება მიმდებარე კორპუსს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა ისინი მშენებლობას მაინც ეწინააღდეგებიან.

ფიროსმანის N1-ში მაცხოვრებლები დახმარებას ბათუმის მერიას თხოვენ და აცხადებენ, რომ საკითხი მათი ჩართულობით უნდა გადაწყდეს.

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა და მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავზებთ.

შეგახსენებთ, რომ ფიროსმანის N1-ა-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გუშინ გამართეს, ისინი გვერდით მდებარე ძველი, ავარიული შენობის დანგრევას და მის ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსის აშენებას აპროტესტებდნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში