საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მიმართავს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება. ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.