უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით იყო.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში, დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასთან და ჟელანოესთან.