პარლამენტი ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პირველი მოსმენით იწყებს. კანონი მოიცავს არა მხოლოდ ოჯახში არამედ ზოგადად ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ცვლილებებით, შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის პოლიციელის გამოცემის შემდეგ და სასამართლოს ნებართვა აღარ დასჭირდება. ასევე ცვლილებები ეხება გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას, დასჯადი გახდება ადევნება. ასევე ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ იარაღის პირად საკუთრებაში ტარება. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სანდრო ბარამიძე წარადგენს.