ხელვაჩაურში, დამწყები ქალი მეწარმეების და მათი ოჯახების მხარდაჭერის" ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარებთან ხელშეკრულებები საზეიმოდ გააფორმეს. დაფინანსება მიიღო 21 - მა დამწყებმა და მოქმედმა მეწარმე ქალმა, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ახორციელებს ან ახლა იწყებს სხვადასხვა საქმიანობას,როგორიცაა ჩირისა და სხვა ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, სამკერვალო საქმე, მცენარეთა გამოყვანა და რეალიზაცია ,სასტუმროებისა და კოტეჯების მოწყობა და სხვა .
ბენეფიციარების შესარჩევად სპეციალური კომისია ყველა მათგანის საქმიანობასა და სამომავლო სამეწარმეო გეგმებს ადგილზე, სოფლებში გაეცნო . დაფინანსებულ ადანიამებს საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტული ვადები დაწესებული არ აქვთ პროექტისთვის ,რომელსაც ხელვაჩაურის მერია გასული წლიდან ახორციელებს, წელს ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი ,რაც 21 მეწარმეზე გადანაწილდა.