პროგრამა “ახალი სკები მეფუტკრეებს”

30 ივლისი 2024, 11:50 102 ნახვა

აჭარაში ძველი სკების ახლით ჩანაცვლება დაიწყო. ახალი სკების მისაღებად ფერმერებმა აგროსერვისცენტრს მიმართეს. ამ დროისთვის  განცხადებების მიღება დასრულებულია და ოჯახების შესწავლა გრძელდება.

აგროსერვისცენტრმა მეფუტკრეებს ახალი სკები სექტემბრიდან უნდა გადასცენ. მიმდინარე წელს 2 ათასამდე სკის თანადაფინანსებაა დაგეგმილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 000 ლარია გაწერილი. 

სკები თანადაფინანსებით გაიცემა და ღირებულების 30 პროცენტს ფერმერი, ხოლო 70 სახელმწიფო ფარავს.

მეფუტკრეობის განვითარების  ხელშეწყობისთვის აგროსერვისცენტრი ფერმერებს ფუტკრის სახლებს თანადაფინანსებით მეორე წელია გადასცემს, გასულ წელს პროგრამით 170-მდე მეფუტკრემ ისარგებლა, ბენეფიციარებმა ევროსტანდარტების შესაბამისი  1 160  ფუტკრის სახლები თანადაფინანსებით მიიღეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში