მანდარინის სათბურ-იზოლატორი ჩაქვში

30 ივლისი 2024, 11:05 385 ნახვა

იაპონიის ელჩმა ჩაქვში მანდარინის სათბურ-იზოლატორი გახსნა.  ახალი სათბურში მანდარინის ნერგები ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების შემცირებით მიიღება. აგროსერვისცენტრი ნერგების წარმოებას 5 ათასიდან 15 - ათასამდე გაზრდის.  

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს შეეძლებათ გაუმჯობესებული ხარისხის ნერგების მოყვანა, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან. მანდარინის სათბურ-იზოლატორი იაპონიის დახმარებით გაიხსნა და 64 330 აშშ დოლარი დაიხარჯა.

იაპონიის ხელშეწყობით აჭარაში, კერძოდ, მაჭახლის დაცულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები მიიღეს, პროგრამით ხეობის 1350 ოჯახმა ისარგებლა, პროგრამის მიზანი კოლხური ტყეების დაცვა  და ტყის დეგრადაციის რისკების შემცირებაა. 

იაპონიის საელჩომ 1998 წლიდან დღემდე   216 პროექტი დააფინანსა. გრანტების საერთო ღირებულება  25 მილიონ აშშ დოლარია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი