ღაზის სექტორში, ისრაელმა დევნილების ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა

29 ივლისი 2024, 19:39 444 ნახვა

ღაზის სექტორში, ისრაელმა დევნილების ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა. გაეროს დევნილთა სააგენტოს მონაცემებით, ბრძანება კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის 86%-ს ეხება. ისინი უკვე ტოვებენ ნუსეირათისა და ბურეიჯის ჰუმანიტარულ ბანაკებს. პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ამ წუთებში, ტანკები ანკლავის სამხრეთ ნაწილში მდებარე ორი ქალაქის, ხან იუნისისა და რაფაჰის მიმართულებით მიიწევენ წინ.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში