უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება

29 ივლისი 2024, 19:37 287 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტებმა დაარტყეს ხერსონს. შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, 3 ბავშვია. იერიშები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. შედეგად, 8 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორი ბავშვია. კიევის მთავარ მოედანზე ოლენოვკაში დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაიხსენეს. დონეცკის ოლქში, 2022 წლის 29 ივლისს, რუსეთმა შენობა ააფეთქა, სადაც ტყვეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 53 ადამიანი, 75 კი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე რთული ვითარება დონეცკის მიმართულებითაა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი