რუბრიკა „ფრაგმენტები“

28 ივლისი 2024, 17:46 411 ნახვა

მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებულ ქალაქებში, მშობლიური ენისა და კულტურის  გადასარჩენად ქართული  საზოგადოებები მოქმედებს. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ცენტრია. იგი ეთნიკურმა ქართველებმა  იდენტობის გადასარჩენდად 1977 წელს შექმნეს და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.

ამის გარდა,  მარმარას რეგიონში 2021 წლიდან შეიქმნა  ფედერაცია, რომელიც 8 ქართულ ცენტრს აერთიანებს. რა მიზანია აქვს მათ არსებობას და როგორ ცდილობენ შორეულ თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები  მშობლიური ტრადიციების გადარჩენას _ მეტს მოგიყვებით მთავარ გამოშვებაში  რუბრიკაში "ფრაგმენტები" .

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში