პარიზის ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა. უზბეკეთის წარმომადგენელი დიორა კელდიაროვა თანამედროვე ძიუდოს ლეგენდას, ოლმპიური ოქროს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, იაპონელ უტა აბეს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ კელდიაროვა მიმდინარე მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა, უპირობო ფავორტად სწორედ იაპონელი ძიუდოისტი მიიჩნეოდა. ერთგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, 24 წლის უტა აბე, უზბეკმა დიორა კალდიაროვამ იპონით დაამარცხა და ტურნირის თვალცრემლიანი ფავორიტი მერვედფინალიდანვე ჩამოიშორა. უტა აბემ მარცხი ემოციურად განიცადა.