ბათუმი მე-17 ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს

28 ივლისი 2024, 12:09 415 ნახვა

ჯაზ ფესტივალის მეორე დღე გამორჩეულ დრამერს, ჯოჯო მაიერს დაეთმო. შვეიცარიელი რიტმის ოსტატი, 2 ჯოხით მუსიკალურ ჯადოქრად გადაიქცა ბათუმის სცენაზე. მისი მოგზაურობა მუსიკალურ სამყაროში ბავშვობიდან იწყება. აქვს გამორჩეული ტექნიკა და ახალი მიმდინარეობა ჯაზ მოყვარულებისთვის.

მაიერმა ტექნო მუსიკისა და ჯაზის სინთეზი ლაივ რეჟიმში იმპროვიზაციებით წარმატებით შეძლო. მაყურებლისთვის გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა ორი მუსიკალური მიმდინარეობის კოლაბორაციული, რიტმული სინთეზი. დღეს კი 3 დღიან ჯაზურ თავგადასავლებს ჯექსონების ოჯახი დაასრულებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი