შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 11 გრემის მფლობელმა ფილიპ ლასიტერმა გახსნა

27 ივლისი 2024, 11:52 375 ნახვა

11 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა ფილიპ ლასიტერმა შავი ზღვის მე 17 ჯაზ ფესტივალი ენერგიულად გახსნა. შეკრებილმა მელომანებმა ცნობილი მუსიკოსის ძველი და ახალი ჰიტები მოისმინეს. ფილიპ ლასიტერმა თავად გამოთქვა სურვილი, ჯემ სეიშენებს 3 დღის განმავლობაში თავად წარუძღვეს-ივერია ბიჩზე.

დღეს კი ჯაზ ფესტივალის სტუმრები ჯოჯო მაიერს მოუსმენენ, ფესტივალს კი ლეგენდარული ჯექსონ ფაივი დახურავს. ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი