იუსტიციის მინისტრი აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა იგეგმება თუ არა მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა ამ კითხვაზე რატი ბრეგაძე პასუხობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები და როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში.მისივე თქმით, მსჯავრდებულმა პატიმარმა სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს.