ლაოსში ასეანი-ს სამიტი დაიწყო

25 ივლისი 2024, 08:50 517 ნახვა

ლაოსში უსაფრთხოების უპრეცედენტო ღონისძიებების ფონზე ასეანის საგარეო საქმეთა მინისტრების 57-ე შეხვედრა დაიწყო.

ფორუმი ლაოსის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. შეხვედრის დღის წესრიგში რეგიონალური და გლობალური  საკითხებია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრას ესწრებიან შეერთებული შტატების, ევროკავშირის, იაპონიის, ჩინეთის, რუსეთის და ქვეყნების ოფიციალური პირები. 

ასეანის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ამ დრომდე უშედეგო მცდელობებს, რათა დასრულდეს დამღუპველი კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა სამოქალაქო ომში სამხედროების მიერ მართულ მიანმარში.

ბლოკის უმსხვილესი წევრები იმედგაცრუებულნი არიან ხუნტის მიერ დიალოგზე  უარის თქმის გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში