პარაგვაიში რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების კონფისკაცია მოახდინეს. ოთხი ტონა კოკაინი დამალული იყო შაქრის ტომრებში. ტვირთი ბელგიის ქალაქ ანტვერპენისთვის იყო განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამოღებული კოკაინის რაოდენობა რეკორდულია პარაგვაისთვის.
პოლიციის ოპერაცია მდინარე პარაგვაის კერძო პორტში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 4 ათას 13 კილოგრამი კოკაინი იპოვა, რომელიც 200 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.