კრიტიკა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიისგან, რაც ჰაკის პროგნოზით, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.
კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განცხადებები გაკეთდა გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც და ითქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო "არადემოკრატიული კანონპროექტები".
კონგრესმენ უილიამ კიტინგს კი მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება.