ნატოს კვირეული

04 აპრილი 2017, 00:00 4875 ნახვა

ნატოს კვირეულის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა. აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები ვილიამ ჰალიუს საზეიმოდ აკადემიის ეზოში დახვდნენ. ქართული ჰიმნი ააჟღერა აკადემიის ახალი წევრებისაგან დაკომპლექტებულმა ორკესტრმა. აკადემიის დათვალიერების შემდეგ  სტუდენტებმა შავი ზღვის აუზში ნატოს გაძლიერებაზე ლექცია მოისმინეს. ნატოს დღეებთან დაკავშირებით რომელიც საქართველოში მეათედ აღინიშნება, აკადემიაში სხვადასხვა ღონისძიება  გაიმართა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში