შშმ პირთა პანსიონატში სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დუშეთში. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შშმ პირებმა იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელთაც პრაქტიკაში გამოსცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი.