ავარიული შენობა ქობულეთში

23 ივლისი 2024, 11:04 415 ნახვა

ზედამხედველობის გარეშე მიტოვებული ავარიული შენობა ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე.  ნაგებობა წლების წინ სასტუმრო "ივერიის" სახელით იყო ცნობილი, ამჟამად კი  უფუნქციოდაა დარჩენილი და ადგილობრივების ინფორმაციით, ახლა  ტერიტორია არასრულწლოვნების თავშეყრის ადგილია, სადაც არ არის დაცული  უსაფრთხოების ნორმები. 

მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ შენობიდან მოზარდი გადმოვარდა, რომელმაც სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო.

ამის გარდა  მიტოვებულ შენობაში ხშირად ნაგავს ყრიან. მოსახლეობა შენობის დემონტაჟს ან რკინა-ბეტონის კონსტრუქციით შეფუთვას ითხოვს.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი