რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი ფხენიანში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს შეხვდა - ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაა. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ვიზიტის ამსახველ ვიდეოკადრებს. კრასნოვის თვითმფრინავი ფხენიანგის საერთაშორისო აეროპორტში ორშაბათს დაეშვა.
კრასნოვი და მისი დელეგაციის წევრები ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო ასამბლეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიიღო. რუსეთის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, კრასნოვი ფხენიანში შეხვდება ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს.