რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გამართა ბრიფინგი პრეზიდენტის რეზიდენციიდან.
რეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.
გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ სასამართლო პირდაპირ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში.