ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს - ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 16:38 400 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ომის დასრულებას ნიშნავს.

ზარქუას თქმით, ომის დასრულების შემდეგ საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა მოიხსნება.

„ტრამპს ვუჭერ მხარს, რადგან მგონია, რომ ის არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდება თუ არა, მეორე დღეს იტყვის, მორჩა. ეს პროცესია და მიდგომები, ასე, სწრაფად არ იცვლება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას აზრით, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

"ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც მთელი რეგიონისთვის არის გამოწვევა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ გლობალური ომის პარტიის მხრიდან ჩვენი მთავრობის მიმართ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მაქსიმალურად მოიხსნება.

 

რატომ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობით შემდეგ მთელს სახელმწიფო ინსტიტუციებს უტევენ?! თქვენ ეს შემთხვევითი გგონიათ?! ჩვენ მათ ნებას არ დავნებდით - არც მეორე ფრონტი გავხსენით და არც ანაკლიის პორტის აშენებაზე ვთქვით უარი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის.

 

ამის გამო ხდება ის ყველაფერი, რაც ხდება - არასამთავრობოების მობილიზება იმდენად ლუსტრირებული და გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაშიც წამოვიდნენ. პოლიტიკაში აქამდეც იყვნენ, თუმცა, დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ზარქუამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში